საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის ვიზიტი თსუ-ში |
2014 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი - აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით - ჟენევიევ ფიორასო, ფრანგ და სამხრეთკავკასიელ მეცნიერთა ჯგუფი. ხელმოწერის დასრულების შემდგომ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული ერთადერთი ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამით დაინტერესდა. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს საფრანგეთის განათლების სამინისტრო მიერ გაცემული, უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ლისანსის დიპლომი ენიჭებათ.