დიპლომების გადაცემის ცერემონია |
2014 წლის 1 ივლისს ინფორმატიკის ფრანგულ - ქართული საბაკალავრო პროგრამის 2009-2 013 წლის 9 კურსდამთავრებუ ლს - ალექსანდრე ბრეგავძეს, ანანო ყიფიანს, გიორგი შავგულიძეს, სოფიო შინჯიკაშვილს, თემურ ვიბლიანს, საბა სურმანიძეს, საბა ლობილაძეს, აბესალომ გოგატიშვილს და ბესიკ მიქაბერიძეს გადაეცა უნივერსიტეტ პარიზი 8- ს დიპლომები . აღსანიშნავია, რომ ეს არის საფრანგეთის სახელმწიფოს მიერ გაცემული ეროვნული დიპლომ ი, რომელიც საქართველოში მხოლოდ ინფორმატიკის ფრანგულ - ქართული საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებზე გაიცემა . დიპლომების გადაცემის ცერემონია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა . კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს უნივერსიტეტის რექტორ მა ვლადიმერ პაპავამ , ფრანგული ინსტიტუტის დირექტორმა ჟილ კარასომ , ლინგვისტური , საუნივერსიტეტო და სამეცნიერო თანამშრომლობის ხელმძღვანელ მა - ანის გულკომ, უნივერსიტეტი პარიზი 8- ის პროფესორ ებმა ჰ არალდ ვერც მა და ჟან-ჟაკ მარიაჟმა. ცერემონიას ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტის( INALCO ) პროფესორები - ფრანსუა სტუკი და პიერ მარშალი.
იხილეთ აგრევე: http://www.tsu.edu.ge/ge/government/administration/departments/pr/information/Vy4bgVy4Cj2yyzb3K/