ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტმა ნანა გიგლემიანმა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა. ნანა გიგლემიანი სწავლას გააგრძელებს სამაგისტრო პროგრამაზე. აღნიშნული სტიპენდია სრულად დაფარავს პარიზში სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ერთი წლის განმავლობაში.