ფრანკოფონ სტუდენტთა ფესტივალი |
ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბიუროს ორგანიზებით რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში, 20-24 აპრილს ფრანკოფონ სტუდენტთა რიგით მეოთხე ფესტივალი ჩატარდა.
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტმა ცოტნე ჩახვაძემ ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს დაფინანსება მოიპოვა და ფესტივალის ფარგლებში გამართულ სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო-კულტურულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ფესტივალის მიზანს დახმარებით სხვადასხვა ეროვნების სტუდენტთა შორის მულტიკულტურული დიალოგის ხელშემწყობი ერთიანი სივრცის შექმნა წარმოადგენდა ფრანგული ენის, როგორც მათი საკომუნიკაციო ენის, დახმარებით.