AUF-ის პროფესიული მობილობის სტიპენდიები 2015 |
კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სოფიო ავჟანტაძემ, ალექსანდრე აბრამიშვილმა და რატი შარაბიძემ ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროფესიული მობილობის სტიპენდია მოიპოვეს. სტუდენტები ერთვიანი პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან უნივერსიტეტ პარიზი 8-ში (სოფიო ავჟანტაძე), სოფიის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (ალექსანდრე აბრამიშვილი) და გალათასარაის უნივერსიტეტში (რატი შარაბიძე).
აღნიშნულ კონკურსში ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ. გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პროფესიული გამოცდილება მიიღონ AUF წევრ ერთ-ერთ უნივერსიტეტში. სტაჟირების მიზნია სტუდენტებისთვის მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და ფრანკოფონულ გარემოში ახალი პროფესიული ცოდნის შეძენის ხელშოწყობა.