2016 წელს ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მესამე კურსის სტუდენტმა ცოტნე ჩახვაძემ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ დაწესებული პროფესიული სტაჟირების სტიპენდია მოიპოვა. სტაჟირების მიზნია ფრანკოფონი სტუდენტებისთვის მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და ფრანკოფონულ გარემოში ახალი პროფესიული ცოდნის შეძენის ხელშოწყობა. მოპოვებული სტიპენდიის მეშვეობით ცოტნე ჩახვაძე სტაჟირებას გაივლის საფრანგეთის უნივერსიტეტ პარიზი 8-ში, ინფორმატიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც მას საშუალება ექნება განახორციელოს კონკრეტული პროექტი ინფორმატიკაში უნივერსიტეტის პროფესორ - ჟან-ჟაკ მარიაჟის ხელმძღვანელობით.