ერასმუს+ სტიპენდიები |
ინფორმატიკის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერები“ -ს სტუდენტებმა Erasmus + -ის სტიპენდიები მოიპოვეს. აღნიშნული სტიპენდიის პროგრამა ითვალისწინებს ერთი სემესტრის გავლას საფრანგეთის უნივერსიტეტში პარიზი 8. პროგრამა ანაზღაურებს სტიპენდიანტების საცხოვრებლისა და მგზავრობის ხარჯებს და ამასთანავე სტუდენტებს უზრუნველყოფს ყოველთვიური სტიპენდიით 800 ევროს ოდენობით. სტიპენდიის მოსაპოვბელად სტუდენტებმა გაიარეს გასაუბრება პარიზი 8-ისა და თსუ-ს შესარჩევი კომისიის წინაშე, რის შემდეგაც შერჩეულ იქნა ოთხი კანდიდატი. ესენი არიან:
- ცოტნე ჩახვაძე
- თორნიკე ჭანტურია
- თამარა ცეცხლაძე
- მიხეილ მაისურაძე
აღნიშნული სტუდნეტები 2016/2017 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრს გაივლიან პარიზი 8-ის ინფორმატიკის ფაკულტეტზე.