2016 წლის ოქტომბერში ფრანგულ-ქართული ინსიტუტის სამმა სტუდენტმა - გელა სულთანიშვილმა, გიორგი ბაზერაშვილმა და ლუკა რეხვიაშვილმა ერაზმუს + -ის სტიპენდიები მოიპოვა. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში სამივე სტუდენტი გაზაფხულის სემესტრს გაივლის საფრანგეთის უნივერსიტეტ პარიზი 8-ში. სტიპენდია მათი სწავლების, ტრანსპორტირებისა და ცხოვრების ხარჯებს მთლიანად დაფარავს.