დაპროგრამების საერთაშორისო კონკურსი - Battle Dev

2016 წლის 8 ნოემბერს ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა დაპროგრამების საერთაშორისო მე-8 კონკურსში - Battle Dev, რომელშიც საფრანგეთის დიდი საინჟინრო სკოლების (Grandes Ecoles) სტუდენტები იღებდნენ მონაწილეობას.
წარმატებული გამოდგა მათი მონაწილეობა ამ კონკურსში. 66 დაწესებულებებს შორის თსუ 34-ე ადგილზე გავიდა. ინდივიდუალური ჩათვლით საუკეთესო შედეგი ლუკა რეხვიაშვილმა აჩვენა (ფსევდონიმით - Farna): 210-ე ადგილი საერთო რეიტინგში 2000 კონკურსანტთაგან, ხოლო C++ -ის კონკურსის მონაწილეთა შორის - 30-ე ადგილი;

http://www.blogdumoderateur.com/resultats-battledev-novembre-2016/
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი