2016 წლის 13 ნოემბერს ჩატარდა პროგრამირებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი საქართველოს რეგიონისთვის. ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული პროგრამის სტუდენტებმა მორიგ წარმატებას მიაღწიეს. აღსანიშნავია, რომ თსუ-ს გუნდებს შორის ჩვენმა გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ლუკა რეხვიაშვილმა და გელა სულთანიშვილმა, რომლებიც ჩვენი პროგრამის გუნდს წარმოადგენდნენ, 6 ქულა დააგროვეს და ამ შედეგით თსუ-ს ხელუხლებლად დაუტოვეს 4 გუნდიანი ლიმიტი. ორივე სტუდენტი მომდევნო ტურშიც მიიღებს მონაწილეობას.