Battle Dev

2017 წლის 29 მარტს, ინფორმატიკის ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა მეორედ მიიღეს მონაწილეობა დაპროგრამების  საერთაშორისო კონკურსში Battle Dev და შარშანდელი შედეგი საგრძნობლად გააუმჯობესეს: მე-4-ე  ადგილი 34-ეს ნაცვლად საერთო რეიტინგში.
Battle Dev  დაპროგრამების ონლაინ კონკურსია. პირველ ეტაპზე საჭიროა აირჩიო პროგრამირების ენა, C, Python 3, C++, Java, PHP, C#, Ruby. შემდეგ კი ამოსახსნელად გეძლევა 6 ალგორითმი, 2 საათი და პლიუს 3 კარგი მიზეზი მასში მონაწილეობის მისაღებად :
  1.   შანსი გამოიწვიო 4000 პროგრამისტი
  2.   გაიცნო და თავი გააცნო 100 ზე მეტ კომპანიას  
  3.   მოიგო 5000 ევრო და სხვა ბევრი პრიზი
Battle Dev წელს მე-9-ედ ჩატარდა და მასში საფრანგეთის ისეთი დიდი საინჟინრო სკოლები იღებდნენ მონაწილეობას, როგორებიცაა Insa Lyon, insa Rennes და 3w académie Strasbourg ამიტომაც,  ქართველი სტუდენტების მიერ მიღწეული შედეგი ორმაგად დასაფასებელია.
კონკურსს წელს RegionsJob-მა გაუწია  ორგანიზება და მასში 2000-ზე მეტი სტუდენტი იყო ჩართული.
იხილეთ შედეგები ვრცლად.







ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი