AUF-ის სტიპენდიები |
ჩვენი პროგრამის მეორე კურსის სტუდენტებმა ლადო ღოლიჯაშვილმა და მიქაელ კაკიაშვილმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ დაწესებული პროფესიული სტაჟირების სტიპენდია მოიპოვეს. აღნიშნული სტიპენდია საშუალებას აძლევს სტუდენტებს მოსინჯონ საკუთარი ძალები ფრანკოფონულ გარემოში, შეიძინონ ახალი პროფესიული ცოდნა და მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ლადო ღოლიჯაშვილი და მიქაელ კაკიაშვილი ა/წ სექტემბრიდან სტაჟირებას გაივლიან საფრანგეთის უნივერსიტეტ პარიზი 8-ში და გაანხორციელებენ კონკრეტულ პროექტს ინფორმატიკაში. სტუდენტებისთვის ენობრივი, ინტერკულტურული თუ პროფესიული კომპტენეციის ამაღლება ხელს შეუწყობს როგორც მათ პიროვნულ განვითარებას, ასევე სამუშაო ბაზარზე ინტეგრაციას.