დიპლომების გადაცემის ცერემონია

2017 წლის 12 ივლისს ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული პროგრამის სტუდენტებს გადაეცათ უნივერსიტეტ პარიზი 8-ის დიპლომები. 2015 და 2016 წლის კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა უნივერსიტეტის რექტორის - ბატონი გიორგი შარვაშიძის, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლების, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ხელმძღვანელის - ბატონი ჟან-ივ ლავუარისა და საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ურთიერთობების თანამშრომლობის ხელმძღვანელის - ტერი ბურტეს თანდასწრებით. ცერემონიას ესწრებოდნენ ასევე უნივერსიტეტ პარიზი 8 - ის პროფესორები - ბატონი ჟან-ჟაკ მარიაჟი და ქალბატონი ჰინდ უკერადი. უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ სტუდენტებს მიულოცა დიპლომების მიღება. თავის მისალოც სიტყვაში მან ხაზი გაუსვა სწავლების მაღალ ხარისხს, რომელსაც ფრანგულენოვანი პროგრამა სთავაზონს სტუდენტებს და ფრანგ პარტნიორებთან ურთიერთობის სამომავლო გაფართოვების სურვილი გამოთქვა.
12 ივლისს გამართული ცერემონიის ფარგლებში უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ინფორმატიკის ლისანსის დიპლომები გადაეცათ შემდეგ კურსდამთავრებულებს:
  1. კანდელაკი ელენე
  2. გიგლემიანი ნანა
  3. კვაჭანტირაძე გიორგი
  4. კუჭუხიძე თორნიკე
  5. სალუქვაძე გური
  6. შარაბიძე რატი
  7. აბრამიშვილი ალექსანდრე
  8. დარჩიაშვილი დაჩი
  9. გოჭაშვილი თეონა
  10. თუნთია ქრისტინე
  11. ხორიაშვილი ნინო
  12. ოზმანოვი თამარ
  13. კახურაშვილი გვანცა
  14. ხუციშვილი საბა
  15. დიდბარიძე დავითი

იხილეთ ფოტოგალერეა.
იხილეთ აგრეთვე ინფორმაცია:

თსუ-ს ვებ გვერდზე
თსუ რექტორის facebook გვერდზე



ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი