ღია პირველობა დაპროგრამებაში |
სამშაბათს, 2020 წლის 21 ივლისს, 19:00-ზე ჩატარდება დაპროგრამებაში ი.ჯავახიშვილის თსუ-ს ფრანგულ-ქართული პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერების“ ღია პირადი პირველობა დაპროგრამებაში. შეჯიბრება ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში 4 საათის განმავლობაში ICPC წესებით (ანუ იმ წესებით, რა წესებითაც ტარდება დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატის ციკლის შეჯიბრებები).
შეჯიბრებაზე შესაძლებელი იქნება მუშაობა დაპროგრამების შემდეგ ენებზე: C/C++, Java, Kotlin, C#, Python.
შეჯიბრებაში მონაწილეობა შეეძლება ყველა საფეხურის სტუდენტებს და მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ ალგორითმიკის საოლიმპიადო საფუძვლებს. მონაწილეობისთვის მოწვეულია ახალგაზრდები საფრანგეთიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ყაზახეთიდან, სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებიდან...
დარეგისტრირება იწარმოებს 29 ივნისიდან 6 ივლისის 22:00-დე ჩათვლით. ბმულს დასარეგისტრირებლად მოგვიანებით მოგაწვდით.
ღონისძიება ტარდება პროგრამისტული პროფილის კომპანიების "სოფტგენი"-სა და "ალტასოფტი"-ს მხარდაჭერით.
ამოცანათა სირთულეზე წარმოდგენის მიღებისთვის მიზანშეწონილია ინახოს ამოცანები შემდეგი ბმულიდან : https://www.e-olymp.com/en/contests/2573
ასევე, შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი ბმულიც - ftp://ftp.ifg.tsu.ge/Olympiade/2020/Problems_21_04_2013.PDF