ჩვენი პროგრამის სტუდენტი ოლიმპიადის გამარჯვებულია

დაპროგრამების ღია პირველობის ოლიმპიადის გამარჯვებული თსუ-ს კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგული მიმართულების სტუდენტი აკაკი ქაშიბაძე გახდა.
 
მეორე ადგილი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა ბაჩანა ბალიაშვილმა მოიპოვა. მესამე ადგილი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს დავით ბიწკინაშვილს ერგო.
 
დიპლომების გადაცემის ცერემონია სექტემბერში, სასწავლო წლის დაწყების შემდეგ მოეწყობა.
 
კომპიუტერული მეცნიერებების ღია პირადი პირველობა 2020 წლის 21 ივლისს ჩატარდა და მასში მონაწილეობა არამხოლოდ ქართველმა, არამედ უცხოელმა სტუდენტებმაც მიიღეს.
 
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების ქართულ-ფრანგული პროგრამა ულოცავს გამარჯვებულებსა და  ოლიმპიადის სხვა მონაწილეებს და მომავალშიც წარმატებებს ვუსურვებთ.
 
ჩვენ ვამაყობთ თქვენით.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი