2005 წელს ფრანკოფონიის კვირეულის ფარგლებში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტში გაიმართა კონკურსი „ფრანკოფონიის 10 სიტყვა. “ კონკურსში მონაწილეობას ინსტიტუტის სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ფრანკოფონი სტუდენტები იღებდენენ მონაწილეობას. კონკურსანტებს კონკრეტულ თემაზე შეთავაზებული 10 სიტყვის გამოყენებით თხზულების დაწერა ევალებოდათ. კონკურსის გამარჯვებული გახდა ინსტიტუტის სტუდენტი ნანიკო ხუსკივაძე, რომელმაც კონკურსის მთავარი პრიზი -საფრანგეთში ერთკვირიანი მოგაზურობა მოიგო.