ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სამმა სტუდენტმა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა. ყოველწლიურად საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს თორმეტამდე სტუდენტს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში საფრანგეთის უნივერსიტეტებში. 2011 წელს ინფორმატიკის ფრანგულ–ქართული საბაკალავრო პროგრამის სამმა კურსდამთავრებულმა-ირაკლი ჯოჯუამ, ავთანდილ შარაბიძემ და ნოდარ კასრაძემ, მოიპოვა აღნიშნული დაფინანსება და ისინი სწავლას გააგრძელებენ საფრანგეთში, უნივერსიტეტში პარიზი 8(Universite Paris 8 Vincennes Saint-Denis)-ში. მაგისტრატურაში სწავლის ერთწლიან კურსს, რომელსაც აღნიშნული სტუდენტები გაივლიან 2011–12 სასწავლო წელს, საფრანგეთის მთავრობა ყოველთვიური სტიპენდიის მეშვეობით დააფინანსებს.