ჩვენმა სტუდენტებმა საფრანგეთის მთავრობის 3 სტიპენდია მოიპოვეს

ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სამმა სტუდენტმა საფრანგეთის მთავრობის სტიპენდია მოიპოვა. ყოველწლიურად საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს თორმეტამდე სტუდენტს, რომელთაც სურვილი აქვთ სწავლა გააგრძელონ მაგისტრატურაში საფრანგეთის უნივერსიტეტებში.  2011 წელს ინფორმატიკის ფრანგულ–ქართული საბაკალავრო პროგრამის სამმა კურსდამთავრებულმა-ირაკლი ჯოჯუამ, ავთანდილ შარაბიძემ და ნოდარ კასრაძემ, მოიპოვა აღნიშნული დაფინანსება და ისინი სწავლას გააგრძელებენ  საფრანგეთში, უნივერსიტეტში პარიზი 8(Universite Paris 8 Vincennes Saint-Denis)-ში. მაგისტრატურაში სწავლის  ერთწლიან კურსს, რომელსაც აღნიშნული სტუდენტები გაივლიან 2011–12 სასწავლო წელს,  საფრანგეთის მთავრობა ყოველთვიური სტიპენდიის მეშვეობით დააფინანსებს.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი