ოლიმპიადა დაპროგრამებაში 2011

2011–12 წელს გამართულ დაპროგრამების რეგიონალურ კონკურსში ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სტუდენტთა 4 ჯგუფმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის არიან: აბესალომ გოგატიშვილი, ლევან ლორია, გივი მეიშვილი– 1 ჯგუფი, რომელმაც 11 ქულით ნახევარ ფინალში გადასვლა შეძლო;  თამარ გურწიშვილის, საბა ხუციშვილის და ილია ნაჭყებიას გუნდმა კი 22 ქულა დააგროვა და ასევე ნახევარ ფინალში მიიღებენ მონაწილეობას. ყველაზე მაღალი ქულები კი – თემურ ვიბლიანი, შოთა ოდიშარია, გიორგი იაშვილის გუნდმა დააგროვა. 27 ქულით ისინიც ნახევარ ფინალისტები გახდნენ. რაც შეეხება 4 გუნდს–ლაშა არევაძე, დავით დიდბარიძე, გიორგი დალაქიშვილი, მათ მხოლოდ ერთ ამოცანას გაართვეს თავი და ნახევარ ფინალშ ვერ გადავიდნენ.

http://neerc.ifmo.ru/subregions/standings/georgia-2011-with-time.html

ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი