ჩვენი სტუდენტი მონაწილეობს CERN-ის ეგიდით ჩატარებულ კონფერენციაში |
2011 წლის 12-19 სექტემბერს, ბულგარეთში, ქ. ვარნაში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში XXIII International Symposium on Nuclear Electronics & Computing გაგზავნილ იქნა ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სტუდენტი - აბესალომ გოგატიშვილი. შვიდღიანი კონფერენციის მსვლელობისას აბესალომ გოგატიშვილს საშუალება ჰქონდა გაცნობოდა კომპიუტერულ მეცნიერებებში არსებულ ინოვაციებს ცნობილი მეცნიერების მოხსენებებისა და პრეზენტაციების მეშვეობით და ამავე დროს მონაწილება მიეღო სხვადასხვა ტიპის საკონფერენციო აქტივობებში.
კონფერენციის პროგრამის დეტალები იხილეთ მოცემულ ბმულზე: http://nec2011.jinr.ru/prog.php
კონფერენციის პროგრამის დეტალები იხილეთ მოცემულ ბმულზე: http://nec2011.jinr.ru/prog.php