ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებული გაძლიერებული კურსი ფრანგულ ენაში

2010 წლის სექტემბერში ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სტუდენტებს ერთკვირიანი გაძლიერებული კურსი ჩაუტარდათ ფრანგულ ენაში. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ ორგანიზებულ სწავლებაში  მონაწილეობა მიიღო თხუთმეტმა სტუდენტმა. სწავლება ფრანგული ენის პროფესიონალმა ფორმატორმა, ბატონმა ფრანკ სუარესმა ჩაატარა. სწავლების პროცესში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ინტერნეტ რესურსების გამოყენებითა და სწავლების ინოვაციური მეთოდების მეშვეობით გაეუმჯობესებინათ ფრანგული ენის სწავლების დონე. სწავლების დასრულებისას მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.  სტუდენტებმა მცირე ექსკურსია მოუწყვეს ფრანგ ფორმატორს თბილისის დათვალიერების მიზნით და გიდობაც თავად გაუწიეს.

ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი