OuLiPo –ს საღამო |
2010 წლის 19 მარტს ფრანგული ფილოლოგიისა და ინფორმატიკის ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სტუდენტების ერთობლივი საღამო გაიმართა. OuLiPo –ასე ერქვა საღამოს, რომელიც ფრანკოფონიის დღეების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს საინფორმაციო ცენტრში ამავე ცენტრის ხელმძღვანელის –თამარ ღარიბაშვილის ხელშეწყობითა და ფრანგული ლიტერატურის ლექტორის, პროფესორ ნინო ქავთარაძის ინიციატივით. OuLiPo (Ouvroir de littérature potentielle ) – მათემატიკოსთა და ლიტერატორთა გაერთიანება, რომელიც 1960 წელს დაარსდა ფრანგი მეცნიერებისა და მწერლების მიერ, ექსპერიმენტული პოეზიის შექმნის სხვადსხვა მეთოდს მოიცავს, რომელშიც მათემატიკური პრინციპებიც არის ჩადებული. საღამოზე, რომელიც კონკურსის სახეს ატარებდა, სტუდენტებს აღნიშნული მეთოდების მეშვეობით პოეტური ტექსტების განსაზღვრულ დროში შექმნა ევალებოდათ. ფილოლოგ და ინფორმატიკოს სტუდენტთა შერეულმა ჯგუფებმა არაერთი მსგავსი ტექსტი შექმნეს ექსპრომტად და ორივე–ფრანგულ და ქართულ ენებზე. ულიპოს ტექნიკით შექმნილი ტექსტებიდან ჟიურიმ საუკთესოდ მიიჩნია ირაკლი ჯოჯუასა და ავთანდილ შარაბიძის გუნდის მიერ დაწერილი ტექსტები და გამარჯვებულებიც სწორედ ისინი აღმოჩნდნენ. ყველა ტექსტი, რომელიც საღამოზე დაიწერა, კრებულის სახით გამოიცემა. საღამოს ესწრებოდა საფრანგეთის ელჩი საქართველოში ბატონი ერიკ ფურნიე.