ჩვენმა სტუდენტებმა საფრანგეთის, შვეიცარიის (ცერნის) და ბულგარეთის უნივერსიტეტებში გაიარეს სტაჟირება

2011 წლის ივლისში ინფორმატიკის ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის სტუდენტებმა საფრანგეთის, შვეიცარიის (ცერნის) და ბულგარეთის უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებში გაიარეს სტაჟირება.  უნივერსიტეტ პარიზი 8– სა და სოფიის ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთთვიანი სტაჟირება ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, AUF –ის მიერ იქნა დაფინანსებული. შვეიცარიაში, კერძოდ ცერნში სტაჟირება თსუ –ს დაფინანსებით განხორციელდა.  პროფესიული სტაჟირება ყოველწლიურად არის გათვალისწინებული ფრანგულ–ქართული ინსტიტუტის მესამეკურსელი სტუდენტებისათვის. მისი მიზანია, სტუდენტებს მისცეს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალება, ფრანკოფონულ გარემოში ადაპტაცია და ცოდნის გაღრმავება სტუდენტისთვის საინტერესო ერთ კონკრეტულ სფეროში. 2011 წელს სტაჟირების აღნიშნული კურსი პარიზი 8–ში გაიარა   შოთა ოდიშარიამ. მის მიერ შესრულებული სამუშაო ფუნქციონალურ პროგრამირებას უკავშირდება და პროგრამისტებთან გაკეთებული ინტერვიუების საფუძველზე კოდის წერისას დაშვებული ფუნქციონალური და აზრობრივი შეცდომების ანალიზს გულისხმობს.
რაც შეეხება  გივი მეიშვილს, ლევან ლორიას და გიორგი კვაჭანტირაძეს, რომელთაც სოფიის ტექნიკურ უნიევრსიტეტში გაიარეს სტაჟირება სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ბატონ ივან მომჩევის ხელმძღვანელობით, მათ თავიანთი პროექტი JAVA დაპროგრამების კუთხით განახორციელეს.
შვეიცარიაში, კერძოდ ცერნის ლაბორატორიაში გიორგი სალუქვაძის მიერ განხორციელებული პროექტი კი მოიცავდა   DQ2 (ე.წ. Don Quijote 2), dq2-get ბრძანების მონიტორინგის web-საიტის გამოყენებას.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი