ფრანკოფონიის სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალი

2012 წლის მარტში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტმა სოფიო შინჯიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო ფრანკოფონ სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალში, რომელიც რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გაიმართა. ფესტივალში მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნის ფრანკოფონი სტუდენტი. ფესტივალის ფარგლებში მონაწილეებისათვის დაგეგმილი იყო სხვადასხვა კულტურული და გასართობი კონკურსი და სახელოსნო. სოფიო შინჯიკაშვილმა მონაწილეობა მიიღო მხატვართა შორის გამართულ კონკურსზე, რომელსაც წინ უძღოდა ცნობილი მხატვრების მასტერ კლასები. ანტონიო გაუდის სტილში დანახულმა ფრანკოფონიის სიმბოლიკამ, რომელიც სოფიომ თავის ნახატში წარმოადგინა, გამარჯვებულთა შორის აღმოჩნდა.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი