2012 წლის თებერვალში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტები ეთერ გვენცაძე, ნინო ხორიაშვილი და მარიამ გასვიანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანში, ქ. ბაქოში იმყოფებოდნენ. პროექტი, რომლის მხარდამჭერი იყო ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო, მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის ფრანკოფონ სტუდენტთა შორის ურთიერთობის და მყარებას, ფრანკოფონული ციფრული კამპუსებისა ქსელის გაფართოვებას უნივერსიტეტების სასარგებლოდ.