2012 წელს, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტი გახდა ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტი ლევან ლორია. საფრანგეთის მთავრობა ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის. ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის საუკეთესო სტუდენტები ყოველ წელს იღებენ კონკურსში მონაწილეობას და მათ შორის რამოდენიმე სტიპენდიის ბენეფიციარი ხდება, რაც მათ საფრანგეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. ლევან ლორია, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა აღნიშნული სტიპენდია, სწავლას გააგრძელებს მაგისტრატურაში, უნივერსიტეტ პარიზი 8-ში.