2012 წლის დეკემბერში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულ სკოლაში მოეწყო ღია კარის დღე, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ორმა პროფესორმა ჰარალდ ვერცმა და ანა პაპამ ჩაატარა საჯარო ლექცია ინფორმატიკაში. ამავე დროს მათ წარადგინეს ფრანგულ-ქართული ინფორმატიკის სკოლის ახალი პროგრამა. ინფორმატიკის ახალ პროგრამაში შეტანილ იქნა ცვლილებები. პროგრამის სასწავლო კურსებიდან ამოღებულ იქნა რამდენიმე საგანი და დაემატა ახალი სასწავლო კურსები. ახალი პროგრამა სწავლების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ემსახურება.