2012 წლის ოქტომბერში ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტებმა-გიორგი შვაგულიძემ და თემურ ვიბლიანმა საფრანგეთში, უნივერსიტეტ პარიზი 8 -ში გაიარეს სტაჟირების ერთთვიანი კურსი. მათ სტაჟირებას ხელმძღვანელობდნენ უნივერსიტეტ პარიზი 8-ის პროფესორები -არალდ ვერცი და ანა პაპა. ისინი ლექციებს ინფრომატიკის ფრანგულ-ქართულ სკოლაშიც კითხულობენ. სტაჟირების პერიოდში მათ განახორციელეს პროექტი ფუნქციონალურ პროგრამირებაში.