2013 წელს, საფრანგეთის მთავრობის სტიპენდიანტები გახდნენ ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტები გიორგი შავგულიძე და სოფიო შინჯიკაშვილი. მაგისტრატურის სრულ კურსს ისინი უნივერსიტეტ პარიზი 8-ში გაივლიან. საფრანგეთის მთავრობა ყოველწლიურად გასცემს სტიპენდიებს მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის. ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული სკოლის საუკეთესო სტუდენტები ყოველ წელს იღებენ კონკურსში მონაწილეობას და მათ შორის რამდენიმე სტიპენდიის ბენეფიციარი ხდება, რაც მათ საფრანგეთის ნებისმიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევს. გიორგი შავგულიძემ და სოფიო შინჯიკაშვილმა, რომელთაც 2012 წელს მოიპოვა აღნიშნული სტიპენდია, სწავლას გააგრძელებს მაგისტრატურაში, უნივერსიტეტ პარიზი 8-ში.