2013 წლის სეტემბერში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის ორი სტუდენტი - გიორგი იაშვილი და ილია ნაჭყებია სტაჟირებაზე იმყოფებოდნენ საფრანგეთში. ერთთვიანი სტაჟირება, რომლის მიზანიც იყო სტუდენტების პროფესიული და ენობრივი კომპეტენციების განვითარება, დაფინანსდა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ.