საფრანგეთის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მინისტრის ვიზიტი თსუ-ში

2014 წლის 13 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  სამეცნიერო ჯგუფის (GDRI) - „სამხრეთ კავკასიის გეოლოგიური მეცნიერებები“- ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ თსუ რექტორი - აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი - თამარ სანიკიძე, საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით - ჟენევიევ ფიორასო, ფრანგ და სამხრეთკავკასიელ მეცნიერთა ჯგუფი. ხელმოწერის დასრულების შემდგომ საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების მიმართულებით საქართველოში არსებული ერთადერთი ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამით დაინტერესდა. აღნიშნული პროგრამის კურსდამთავრებულებს საფრანგეთის განათლების სამინისტრო მიერ გაცემული, უნივერსიტეტ პარიზი 8-ის ლისანსის დიპლომი ენიჭებათ.

ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი