AUF-ის პროექტი

2011-დან 2014 წლამდე ინფორმატიკის ქართულ-ფრანგულმა ფილიერმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ბიუროს მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტით ისარგებლა. პროექტის სახელწოდება გახლდათ „ინფორმატიკის სასწავლო კურსის შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისად დახვეწა და გაფართოვება“ და მის სტრატეგიულ მიზანს მასწავლებელთა, მკვლევართა, ექსპერტთა და პროფესიონალთა განვითარებისთვის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

გამომდინარე იმ ფაქტიდან,  რომ უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებო პროგრამები ხშირად არ შეესაბამება  წარმოების მოთხოვნილებებს, პროექტის პარგლებში მიზნად დავისახეთ ინფორმატიკის საუნივერსიტეტო სწავლების შინაარსი  შრომითი ბაზრის მოთხოვნილებათა საფუძველზე განგვესაზღვრა. პროექტის ფარგლებში გამოვყავით ოთხი მთავარი  მიმართულება:
- საწარმოო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით საწარმოთა მოთხოვნის ნათლად განსაზღვრა;
- ამ მოთხოვნაზე საპასუხოდ საჭირო საშუალებების განსაზღვრა ისე, რომ არ დავარღვიოთ ჩვენი პირველი მიზანი, რაც  მომავალი მკვლევარების აღზრდას გულისხმობს;
- იმ ტიპის სტრუქტურათა ჩამოყალიბება, რომლებიც უნივერსიტეტსა და საწარმოს შორის ურთიერთანამშრომლობის ხანგრძლივი დროით შენარჩუნების  საშუალებას იძლევა;
- ჩვენს საგანმანათლებლო პროგრამაში შინაარსისა და სწავლების ისეთი ფორმების დანერგვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნილების შესაბამისი მაღალი სამეცნიერო დონის შენარჩუნების საშუალებას იძლევა.

პროექტის თანამონაწილე ინსტიტუციები:
• საქართველო, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
• საფრანგეთი, უნივერსიტეტი პარიზი 8 ვენსენ-სენ-დენი;
• საფრანგეთი, აღმოსავლური ენებისა და ცივილიზაციების ეროვნული ინსტიტუტი(INALCO);
• ბულგარეთი, სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტი;
ამ პროექტის ფარგლებში ინფორმატიკის ფრანგულ-ქართულმა ფილიერმა ისარგებლა შემდეგი დაფინანსებით:
• 6 პროფესორის სასწავლო მისია ფილიერში;
• 4 მასწავლებლის მობილობა საფრანგეთში სასწავლო პროფესიული განვითარების მიზნით;
• 13 სტუდენტთა პროფესიული სტაჟირება პარტნიორი უნივერსიტეტების ლაბორატორიებში.

ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი