AUF-ის პროფესიული მობილობის სტიპენდიები 2015

კომპიუტერული მეცნიერებების ფრანგულენოვანი  საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა სოფიო ავჟანტაძემ, ალექსანდრე აბრამიშვილმა და რატი შარაბიძემ ფრანკოფონული საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) პროფესიული მობილობის სტიპენდია მოიპოვეს. სტუდენტები ერთვიანი პროფესიულ სტაჟირებას გაივლიან უნივერსიტეტ პარიზი 8-ში (სოფიო ავჟანტაძე), სოფიის ტექნიკურ უნივერსიტეტსა (ალექსანდრე აბრამიშვილი) და გალათასარაის უნივერსიტეტში (რატი შარაბიძე). 
აღნიშნულ კონკურსში ფრანგულ-ქართული ინსტიტუტის სტუდენტები ყოველწლიურად მონაწილეობენ. გამარჯვებულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ პროფესიული გამოცდილება მიიღონ AUF წევრ ერთ-ერთ უნივერსიტეტში. სტაჟირების მიზნია სტუდენტებისთვის მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების  განვითარებისა და ფრანკოფონულ გარემოში ახალი პროფესიული ცოდნის შეძენის ხელშოწყობა.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი