დიპლომების გადაცემის ცერემონიალი

2015 წლის 25 ივნისს თსუ  ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ინფორმატიკის ფრანგულ - ქართული საბაკალავრო პროგრამის 2013-2014 სასწავლო წლის 5 კურსდამთავრებულს  - მარიამ გასვიანს, თეონა ქაჯაიას, რუსუდან ქიტიაშვილს, გიორგი იაშვილს  - უნივერსიტეტ პარიზი 8-ს დიპლომები გადაეცათ. დიპლომების გადაცემის ცერემონიალი უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა. კურსდამთავრებულებს დიპლომები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფ. რამაზ ბოჭორიშვილმა გადასცეს. ინფორმატიკის ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამა ერთადერთი ფრანკოფონული პროგრამაა საქართველოში, რომელიც კურსდამთავრებულებსაც ორმაგი დიპლომის აღების შესაძლებლობა ეძლევათ. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს აგრეთვე ესწრებოდნენ თსუ-სა და უნივერსიტეტი პარიზი 8-ის პროფესორები (ჰარალდ ვერცი, ჟან-ჟაკ მარიაჟი, ანა პაპა), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოწვეული პირები.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი