ჰარალდ ვერცს თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

ჰარალდ ვერცისთვის საპატიო დოქტორის ტიტულის მინიჭება 25 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტ პარიზი 8-ს (საფრანგეთი) პროფესორს ჰარალდ ვერცს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. თსუ საპატიო დოქტორის წოდება ჰარალდ ვერცს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის, პარიზი 8-სა და თსუ შორის სასწავლო-სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, მისი პედაგოგიური და ამავე დროს, ხანგრძლივი, მაღალი დონის კვლევითი საქმიანობისთვის მიენიჭა. აღნიშნული ტიტული ასევე იმ ღვაწლისა და როლის აღიარებას გულისხმობს, რაც პროფესორ ჰ. ვერცს უნივერსიტეტში ინფორმატიკის დარგში ქართულ-ფრანგული საბაკალავრო პროგრამის დაარსებაში მიუძღვის.  ღონისძიებას თსუ რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფ. რ. ბოჭორიშვილი, პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 


ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი