ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს პროფესიული სტაჟირების სტიპენდიები

2016 წელს ფრანგულენოვანი საბაკალავრო პროგრამის „კომპიუტერული მეცნიერება“ მესამე კურსის სტუდენტმა ცოტნე ჩახვაძემ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ დაწესებული პროფესიული სტაჟირების სტიპენდია მოიპოვა. სტაჟირების მიზნია ფრანკოფონი სტუდენტებისთვის მათი სპეციალობის შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევების  განვითარება და ფრანკოფონულ გარემოში ახალი პროფესიული ცოდნის შეძენის ხელშოწყობა. მოპოვებული სტიპენდიის მეშვეობით ცოტნე ჩახვაძე სტაჟირებას გაივლის საფრანგეთის უნივერსიტეტ პარიზი 8-ში, ინფორმატიკის ერთ-ერთ ლაბორატორიაში, სადაც მას საშუალება ექნება განახორციელოს კონკრეტული პროექტი ინფორმატიკაში უნივერსიტეტის პროფესორ - ჟან-ჟაკ მარიაჟის ხელმძღვანელობით.
ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი