2012 წლის კურსდამთავრებულები

2013 წლის 23 ივნისს ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის 2008-2012 წლის კურსდამთავრებულებს გადაეცათ უნივერსიტეტ პარიზი 8-ს დიპლომები. აღსანიშნავია, რომ ინფორმატიკის ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა პირველად მიიღეს საფრანგეთის სახელმწიფოს ეროვნული დიპლომები. ამ წელს აღნიშნული დიპლომები გადაეცათ შოთა ოდიშარიას, გიორგი სალუქვაძეს, გივი მეიშვილს, ლევან ლორიასა და ქეთევან საგინაშვილს. დიპლომების გადაცემის ცერემონიალს, რომელიც უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა, ესწრებოდნენ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საფრანგეთის საელჩოს კულტურული ატაშე ანაის გულკო და უნივერსიტეტ პარიზი 8-ის პროფესორი არალდ ვერცი.



ბოლო განახლება: 03/09/2019
თსუ-ს ფრანგულ-ქართული საბაკალავრო პროგრამა ინფორმატიკაში © 2011
დიზაინერი: ელენე შენგელაია
ვებ-საიტი: თეა ხარიტონაშვილი